დღეს, 9 ნოემბერს, ბიბლეისტიკის
კათედრის მიერ ორგანიზებულ სამუშაო სემინარზე მოხსენება წარმოადგინა
სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტმა გიორგი კოხოძემ. თემის
სახელწოდება იყო - „ნათლისღების სახარებისეული ეპიზოდის (მთ. 3.13-17)
განმარტება წმინდა იოანე ოქროპირის ზოგიერთი ჰომილიის მიხედვით“;
ხელმძღვანელი - გიორგი თოდუა. მომხსენებელმა რამდენიმე ჰომილეტიკური
ძეგლისა და ნათლისღების სახარებისეული ეპიზოდის(მთ. 3.13-17)
განმარტებათა საფუძველზე განიხილა დიალოგი იესო ქრისტესა და იოანე
ნათლისმცემელს შორის, მამაღმერთისეული დამოწმება ძე ღმერთზე და ა.შ.
გიორგი კოხოძემ საინტერესოდ და ამომწურავად უპასუხა მსმენელთა
შეკითხვებს.