სამუშაო სემინარი

ხუთშაბათს, 27 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში აკადემიის დეკანატის ორგანიზებით მორიგი სამუშაო სემინარი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აკადემიის დეკანი, დეკანოზი იოანე კვანჭიანი, აკადემია-სემინარიის პედაგოგები და მაგისტრატურის სამივე კურსის სტუდენტები. დამსწრეებმა მოისმინეს აკადემიის მეორე კურსის სტუდენტის, დიაკონ გენადი ტლაშაძის მოხსენება „ვაჟა-ფშაველას მოსაზრება მთის წეს-ჩვეულებების შესახებ თანამედროვე მეცნიერული კვლევის ფონზე“.

მოხსენებამ დიდი ინტერესი გამოიწვია. დისკუსია დიდხანს გაგრძელდა, რამდენადაც საკითხი აღმოსავლეთ-საქართველოს მთიანეთის რელიგიურ სურათს შეეხებოდა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია წარმართული ელემენტები.

28.10.2022

FaceBook გვერდი