დღეს, 26 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრის (კათედრის გამგე - დეკანოზი გიორგი გუგუშვილი) ორგანიზებით მორიგი სამუშაო სემინარი გაიმართა. აკადემიის მეორე კურსის სტუდენტმა, დიაკონმა დავით პირამ წარმოადგინა მოხსენება სახელწოდებით ,,პავლე მოციქულის სწავლება ადამიანის სარწმუნოებით გამართლების შესახებ რომაელთა და გალატელთა ეპისტოლეთა მიხედვით“. ნაშრომი შესრულდა ახალი აღთქმის პედაგოგის - რევაზ მუჯირიშვილის ხელმძღვანელობით.
სემინარი დასრულდა დისკუსიით.