ა/წ 27 ოქტომბერს, 14 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის მე-8 აუდიტორიაში სასულიერო სემინარიის (თეოლოგიის
პროგრამა, ბაკალავრიატი) სტუდენტებისთვის გაიმართება შეხვედრა
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ვახტანგ გოილაძესთან.
ბატონი ვახტანგი წაიკითხავს ლექციას თემაზე: ,,მეფთა ცხოვრების“ ბედი
და მასთან დაკავშირებული საქართველოს ისტორიის პრობლემები.
დასწრება თავისუფალია სხვა ფაკულტეტის სტუდენტებისთვისაც.