21 ოქტომბერს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ მარიტა მეფარიშვილის საფლავზე მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა. გალობდა აკადემიის III კურსის მგალობელთა გუნდი აკადემიისა და სემინარიის გალობის პედაგოგის ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით. მგალობელთა გუნდში სასულიერო პირებიც იყვნენ. ეს იყო ჩვენი სასწავლებლის ერთგვარი თანადგომა გარდაცვლილი გოგონას ოჯახისადმი. ამის შემდეგ კი პანაშვიდი გადაიხადეს მგალობელთა გუნდის ერთ-ერთი წევრის, შალვა აბრამიშვილის ვაჟის - ნიკოლოზის საფლავზეც.
უფალმა მართალთა თანა განუსვენოს მოხსენიებულთა სულებს!