დღეს, 20 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შედგა აკადემიის სტუდენტის გოჩა ცუხიშვილის სამაგისტრო ნაშრომის დაცვა თემაზე: „მარტვილობაი ორმეოცთაი და საეკლესიო ტრადიცია“. ნაშრომი მომზადდა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ლელა ხაჩიძის ხელმძღვანელობით, რეცენზენტი იყო თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია. ნაშრომის ენობრივი ანალიზი ეკუთვნის ფილოლოგიის დოქტორს ქეთევან მამასახლისს.
სამაგისტრო ნაშრომის დაცვას ესწრებოდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე და სამეცნიერო საბჭოს წევრები.
გოჩა ცუხიშვილმა ამომწურავად უპასუხა კომისიის თავმჯდომარის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის, დეკანოზ ბიძინა გუნიას, პროფესორ ედიშერ ჭელიძის შეკითხვებს.
ნაშრომთან დაკავშირებით მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს პროფესორებმა - ნინო მელიქიშვილმა, გვანცა კოპლატაძემ, არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა, დეკანოზმა გიორგი გუგუშვილმა და აკადემიკოსმა ავთანდილ არაბულმა.
ნაშრომი უმაღლესი ქულით შეფასდა და გოჩა ცუხიშვილს მიენიჭა თეოლოგიის მაგისტრის ხარისხი.