სემინარზე, დეკანოზ
გიორგი გუგუშვილის ხელმძღვანელობით, მოხსენებები წარმოადგინეს: სასულიერო სემინარიის მეორე კურსის სტუდენტებმა -
ზურაბ ჯინჭარაძემ და
საბა ჯავახიშვილმა. ზურაბ ჯინჭარაძემ რეფერატში - ,,იესო ქრისტეს გენეაოლოგია“ -
სხვა მნიშვნელოვან
ასპექტებთან ერთად ყურადღება გაამახვილა მათესა და
ლუკას სახარებათა თხრობის მსგავსება-განსხვავებებზე მაცხოვრის გენეალოგიასთან
მიმართებით.
საბა ჯავახიშვილმა კი,
მოხსენებაში - ,,ცხრა
ნეტარების განმარტება“ - იმსჯელა ნეტარებათა შესახებ და თითოეულ ნეტარებასთან
დაკავშირებით წმინდა მამათა ცხოვრებიდან მრავალი საინტერესო
მაგალითი
მოიხმო.
სემინარის ბოლოს გაიმართა საინტერესო დისკუსია. სტუდენტებმა ამომწურავად
უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.