საერთაშორისო სემინარი თსუ-ში

ა/წი 10-12 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სემინარი თემაზე: „შიდა ხარისხი: პერსპექტივები და გამოწვევები“. სემინარზე პრეზენტაციები წარმოადგინეს: ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჰასგალმა - სათაურით - კვლევის საფუძვლების აგება - დოქტორანტურის მომავლის ევროპული ხედვა; დუბლინის უნივერსიტეტის ხარისხის განვითარების ხელშეწყობისა და ინსტიტუციური კვლევის დირექტორმა აისლინგ მაკკენამ - როგორ შეუძლია ხარისხის განვითარების უზრუნველყოფას, ხელი შეუწყოს ციფრული სასწავლო ეკოსისტემის განვითარებას; ლიმერიკის უნივერსიტეტის ხარისხის განვითარების დირექტორმა სინეად ო' სალივანმა - ხარისხის უზრუნველყოფა – ინსტიტუციური მიდგომა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ წარმოადგინა ორი თემა - ხარისხის განვითარების შიდა უზრუნველყოფის სისტემა საქართველოში: ძირითადი გამოწვევები და შესაძლებლობები და მესამე მისიის აქტივობების ხარისხის განვითარების უზრუნველყოფა; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ლაშა მარგიშვილი - ცვლილებები საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის გარეუზრუნველყოფაში და სხვა.
 საერთაშორისო სემინარს ესწრებოდნენ უკრაინის, აზერბაიჯანის, სომხეთის უნივერსიტეტების წარმომადგენლებიც. გაიმართა საინტერესო დისკუსია იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებითაა მიზანშეწონილი ციფრული სწავლების შეფასება და როგორ შეიძლება ავირიდოთ სტუდენტთა აკადემიური გადაცდომები. 
საერთაშორისო სემინარს ესწრებოდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენელი ცოტნე ჩხეიძე.
 
13.10.2022

FaceBook გვერდი