ბიბლეისტიკის კათედრის სამუშაო სემინარები

 

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრამ პანდემიის გამო შეწყვეტილი ყოველკვირეული სამუშაო სემინარები კვლავ განაახლა. ასეთი სემინარები წლების განმავლობაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და  სემინარიის სხვადასხვა ფაკულტეტების სტუდენტების მონაწილეობით იმართება.

დღეს, 12 ოტქომბერს, სემინარიის მეორე კურსის სტუდენტებმა თეიმურაზ სირბილაშვილმა და გაბრიელ ნავროზაშვილმა წარმოადგინეს მოხსენებები - ,,მოციქულთა მიერ იესოს აღიარება ღვთის ძედ“ და ,,ხუთი ათასი კაცის დაპურება“. აღნიშნული თემები სტუდენტებმა ბიბლეისტიკის კათედრის ხელმძღვანელის, თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორის, დეკანოზ გიორგი გუგუშვილის ხელმძღვანელობით მოამზადეს.

ორივე ნაშრომი დაიწერა სინოპტიკური სახარებების მიხედვით.

სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია აღნიშნული თემების შესახებ. დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს სტუდენტებმა ამომწურავად უპასუხეს.

12.10.2022

FaceBook გვერდი