დიდი პანაშვიდი

დღეს, 30 სექტემბერს, 13 საათზე სიონის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სასწავლებლის სასულიერო პირთა თანამსახურებით დიდი პანაშვიდი გადაიხადა. პანაშვიდი აღესრულა ჩვენი სასწავლებლის გარდაცვლილ პროფესორ-მასწავლებელთა, თანამშრომელთა და სტუდენტთა სულის საოხად. მსახურებას სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, პანაშვიდზე მოხსენიებულ მიცვალებულთა ოჯახის წევრები და მრევლი დაესწრო. ასეთი პანაშვიდები ბოლო წლებში ტრადიციად იქცა. მსახურების დასასრულ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სიტყვით მიმართა საზოგადოებას. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა გარდაცვლილი თანამშრომლების გამორჩეული ღვაწლი ჩვენი სასწავლებლისა და ერის წინაშე და  ასეთი პანაშვიდების უდიდესი მნიშვნელობა.
30.09.2022

FaceBook გვერდი