თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიაში 14 სექტემბერი სასწავლო წლის დაწყების დღეა. იგი
თანხვდება მართლმადიდებელი ეკლესიის უმნიშვნელოვანეს
დღესასწაულს-ინდიქტიონს ანუ საეკლესიო ახალ წელს. სახარებისეული
სწავლებით, ეს არის დღე, როდესაც მაცხოვარი შევიდა სინაგოგაში და
შეკრებილ საზოგადოებას წაუკითხა ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან
უწყება კაცობრიობის გამოხსნასთან დაკავშირებით. სიონის ღვთისმშობლის
მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში თბილისის სასულიერო აკადემიისა
და სემინარიის რექტორმა, საქართველოს მართლმადიდებელი
ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი
ზვიადაძემ სასწავლებელში მოღვაწე მოძღვრებთან და სიონის ტაძრის
მღვდელმსახურებთან ერთად აღავლინა
სავედრებელი პარაკლისი. ტაძარში გალობდნენ სიონის საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი და თსას-ის სტუდენტთაგან შემდგარი გუნდი, რომლის ხელმძღვანელია თსას-ის პედაგოგი, ლექსო გრემელაშვილი. ღვთისმსახურებას ესწრებოდნენ თსას-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები, თანამშრომლები და მორწმუნე საზოგადოება. სავედრებელი პარაკლისის დასასრულს მისმა მაღალღირსებამ, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ისაუბრა თსას-ის, უპირველესი საღვთისმეტყველო სასწავლებლის, მისიაზე. განმარტა, რომ აკადემია და სემინარია არის სულიერი ხედვისა და მეცნიერების, რწმენისა და ცოდნის ერთობისა და ურთიერთშერწყმის წიაღი. მან შეკრებილთ მიულოცა სასწავლო წლის დაწყება, დალოცა თსას-ის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და წარმატებული, ნაყოფიერი წელი უსურვა.
ამ ღირშესანიშნავ დღესთან დაკავშირებით, თსას-თან არსებულმა ხატწერის სახელოსნომ (ხელმძღვანელი - ხატმწერი, ისტორიის დოქტორი მაკა ჩხაიძე) წარმოადგინა 2021-2022 წლებში სტუდენტთა მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, რამაც დამთვალიერებელთა დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.