განახლებული ლექციები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებს, პირველად, პანდემიის შემდეგ,  საშუალება მიეცათ, რომ სალექციო კურსი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიარონ. 
 
13 მაისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტები შეხვდნენ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორს, პროფესორ ელენე მაჭავარიანს. შეხვედრა თბილ, საქმიან ვითარებაში წარიმართა. ლექციის შემდეგ პროფესორმა ელენე მაჭავარიანმა სტუდენტებს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ძველი ხელნაწერები დაათვალიერებინა და მათი პალეოგრაფიული თავისებურებებისა  და მოხატულობების შესახებაც ესაუბრა. 
 
14.05.2022

FaceBook გვერდი