თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი

11 მაისს სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში შესრულდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის გარდაცვლილ  პედაგოგთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი, რომელიც აღავლინა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ სასულიერო აკადემიაში მოღვაწე მოძღვრებსა და სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურებთან ერთად. პანაშვიდს ესწრებოდნენ თსას-ის ადმინისტრაციის წევრები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, გარდაცვლ პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა ოჯახის წევრები.
პანაშვიდის დასასრულს  რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიდაძემ  აღნიშნა, რომ თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია პატივს მიაგებს იმ პროფესორ-მასწავლებლთა ხსოვნას, რომლებიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ თსას-ში და უდიდესი ღვაწლი დასდეს მის წინსვლასა და განვითარებას. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ზოგიერთი მათგანი სასწავლებლის გახსნის დღიდან მოღვაწეობდა ჩვენთან.  
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ გარდაცვლილ პროფესორ-მასწავლებლებლებთან ერთად სახელდებით მოიხსენია ის სტუდენტებიც, რომლებიც სწავლობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში.
გარდაცვლილ  პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდენტთა მოსახსენებელი საზოგადო პანაშვიდი ყოველ წელს აღესრულება სიონის საკათედრო ტაძარში, ნიშნად მათ მიმართ ჩვენი გულწრფელი სიყვარულისა და პატივისცემის.
 
12.05.2022

FaceBook გვერდი