პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის მეორე დღე

 
დღეს, 5 მაისს, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიურმა სამეცნიერო კონფერენციამ სექციური მუშაობის სახე მიიღო. მუშაობა სხვადასხვა მიმართულებით ხუთ სექციაში წარიმართა: თეოლოგიის სექციას ხელმძღვანელობდა თეოლოგიისა და ისტორიის დოქტორი, დეკანოზი გიორგი გუგუშვილი; ეკლესიის ისტორიას - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი გვანცა კოპლატაძე; ენისა და ლიტერატურის მიმართულებას უძღვებოდა ფილოლოგიის დოქტორი თამთა ფარულავა; ისტორიისა და ხელოვნებათმცოდნეობის სექციის მუშაობას კი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ბუბულაშვილი. კონფერენცია საქმიან, აკადემიურ გარემოში ჩატარდა და  დამსწრე საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მონაწილე პირთა ვინაობა და მოხსენებათა ნუსხა იხილეთ ბმულზე
05.05.2022

FaceBook გვერდი