2022 წლის 14 აპრილს ქრისტიანული
ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველ კურსზე გაიმართა შემეცნებითი ხასიათის
ვიქტორინა - ვინ უკეთ იცნობს ათონის მწიგნობრულ კერას? ღონისძიება
მომზადდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა
და ლიტერატურის კათედრის გამგის თანაშემწის, ფილოლოგიის დოქტორ
ქეთევან მამასახლისის ხელმძღვანელობით. ვიქტორინა წარიმართა მეგობრულ
გარემოში. სტუდენტებმა ერთმანეთს დაუსვეს საინტერესო შეკითხვები
წმინდა ათონელი მამების - იოანე, ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელების
ცხოვრება-მოღვაწეობიდან. შემეცნებითი ხასიათის ღონისძიება შეაფასა
ჟიურიმ, რომელიც წარმოდგენილი იყო შემდეგი შემადგენლობით: დეკანოზი
თეიმურაზ მჟავანაძე, ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი,
ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი (ჟიურის თავმჯდომარე),
ისტორიის მაგისტრი მანგია არაბული, თსას ხარისხის მართვის სამსახურის
უფროსის მოადგილე, ფილოლოგიის მაგისტრი ხათუნა ნიშნიანიძე, თსას
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის
მოადგილე.
ქრისტიანული ფსიქოლოგიის
ფაკულტეტის პირველკურსელებს შორის განსაკუთრებული აქტივობით და
მომზადების დონით გამოირჩეოდნენ შემდეგი სტუდენტები: გიორგი გეგიძე,
შორენა მენთეშაშვილი, მირზა ასანიძე, ჟასმინ ლომიძე, მარიამ ჯორჯაძე,
ანა ვანიშვილი, ლელა კუტალაძე, ქეთევან მაზანაშვილი, ნიკოლოზ
ჭუჭულაშვილი, მარიამ გვასალია და სხვ.
ჟიურის წევრების გადაწყვეტილებით,
მაისის თვეში დაიგეგმა ვიქტორინის მონაწილეებთან ერთად გასვლითი
ხასიათის ღონისძიება თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ვიქტორინა მიეძღვნა დედაენის
დღეს.