14 აპრილი დედაენის დღეა!

 
“სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათ არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?… სხვისა არ ვიცით და ჩვენ კი მშობელ მამასაც არ დავუთმობდით ჩვენ მშობლიურ ენის მიწასთან გასწორებას... ენა საღმრთო რამ არის, საზოგადო საკუთრებაა, მაგას კაცი ცოდვილის ხელით არ უნდა შეეხოს”, - წერდა წმ. ილია მართალი (ჭავჭავაძე). 
ენა მხოლოდ საკომუნიკაციო საშუალება როდია, ენა აზროვნების იარაღია. ჩვენ მდიდრები ვართ ენით და მდიდრები ვართ ანბანით.  
14  აპრილი დედაენის დღეა, მშობლიური ქართული ენის დღე! ქართული ენით შეკავშირებულმა ერმა შექმნა თვითმყოფადი, უკვდავი კულტურა და ხელოვნება, ქართული ენის სიყვარულმა, მისი დაცვისთვის ბრძოლამ მოგვიყვანა დღევანდელ დღემდე… 
ენა დედაა ერისაო, - წერდა ვაჟა-ფშაველა. 
გილოცავთ დედაენის დღეს და ვუსურვებთ ჩვენს ერს, არასოდეს დაეკარგოს დედა - ქართული ენა!
 
13.04.2022

FaceBook გვერდი