2022 წლის 7აპრილს თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქართული ენისა და ლიტერატურის
კათედრის გამგის თანაშემწემ, ფილოლოგიის დოქტორმა ქეთევან
მამასახლისმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შუასაუკუნეების კვლევითი
ცენტრის მუდმივმოქმედ სემინარზე წაიკითხა მოხსენება თემაზე: „ღირსი
ამონა ნიტრიელი ძველ ქართულ მწერლობაში“.
სემინარს ესწრებოდნენ როგორც ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები.
მუდმივმოქმედი სემინარი გახსნა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ხელოვნებათმცოდნეობის
დოქტორმა ნინო ჭიჭინაძემ. მომხსენებელმა აუდიტორიას გააცნო ღირსი
ამონა ნიტრიელის ეპისტოლეთა შემცველი ძველი ქართული ნუსხები, ისაუბრა
სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტერზე და მის გავლენაზე ძველ
ქართულ მწერლობაში.
მოხსენების ირგვლივ გაიმართა
საინტერესო დიალოგი, რომელშიც მონაწილეობა იღებდნენ როგორც ილიას
სახელწიფო უნივერსიტეტის, ისე თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის წარმომადგენლები.