თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია იუბილეს ულოცავს ქალბატონ
ასმათ კაპანაძეს, ღვაწლმოსილ ექიმს, ერთგულ თანამშრომელს, ვისი
პიროვნული ღირსებები, დიდი პროფესიონალიზმი, ქრისტესმიერი სიყვარულისა
და მსახურების გამორჩეული გრძნობა თაობებისთვისაა სამაგალითო.
ქალბატონმა ასმათმა ჰოპოკრატეს ფიცი უფალთან დადებული სამონაზვნო
აღთქმასავით მტკიცედ, უღალატოდ აღასრულა. ათწლეულებია, რაც ასმათ
ექიმი აკადემია-სემინარიის პანსიონის მცხოვრებთათვის ექიმიცაა, დედაც
და მზრუნველ-ჭირისუფალიც, გადაუჭარბებელად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან
ჩვენი სასწავლებლის სტუდენტთა, თანამშრომელთა ჯანმრთელობაზე ზრუნვასა
და სამსახურში გალია ცხოვრება. ქალბატონი ასმათი სამზეოს ხარება დღეს
მოევლინა. ვულოცავთ მას ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს, დაბადების
დღეს და ვისურვებთ, ეცოცხლოს დიდხანს ჯანმრთელს, სიკეთისა და მადლის
მთესველს, პაციენტებისა და გარშემომყოფთა იმედად! ქალბატონო ასმათ,
გვიყვარხართ!