სტუდენტთა შეხვედრა პროფესორ როზეტა გუჯეჯიანთან

დღეს, 29 მარტს, სემინარიის სტუდენტთა ინიციატივითა და დეკანატის მხარდაჭერით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ონლაინ ლექცია წაიკითხა ისტორიკოსმა და ეთნოლოგმა, ისტორიის დოქტორმა, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა როზეტა გუჯეჯიანმა. საუბარი ეხებოდა "ქართულ ხალხურ დღესასწაულთა სისტემას". ჩვენი სასწავლებლის სტუდენტთა აუდიტორიისათვის საინტერესო აღმოჩნდა პაგანიზებული ქრისტიანული დღესასწაულების განხილვა და ამის შედეგი იყო ის ცოცხალი საუბარი, რითაც გაგრძელდა ლექცია. განსაკუთრებული ინტერესი საქართველოს მთიანეთის სადღესასწაულო ადათ-წესებმა გამოიწვია. შეხვედრას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც.
29.03.2022

FaceBook გვერდი