შეხვედრა წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებთან

 
დღეს, 25 მარტს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სასწავლებლის პედაგოგის - ირაკლი ორჟონიას შეხვედრა თბილისის წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებთან. საუბრის თემა - ბიბლიური სწავლება სამყაროს შექმნის შესახებ - სურვილისამებრ, მოსწავლეებმა შეარჩიეს. ირაკლი ორჟონიამ აღნიშნული საკითხი  განიხილა საეკლესიო და სამეცნიერო ლიტერატურაში არსებული  შეხედულებების საფუძველზე,  წმ. მამათა ეგზეგეტიკის, ბიბლიური არქეოლოგიის, ტექსტოლოგიური კვლევებისა და ისტორიულ-კულტურული მონაცემების გათვალისწინებით. მოხსენებამ დამსწრე საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, დაისვა მრავალი შეკითხვა, გამოითქვა საინტერესო მოსაზრებები. გიმნაზიის პედაგოგებისა და მოსწავლეების სურვილისამებრ, მსგავსი ფორმატის შეხვედრები მომავალშიც განხორციელდება.
26.03.2022

FaceBook გვერდი