პროფესორ იეჟი ოსტაპჩუკის ლექცია

ერასმუსის პროგრამის ფარგლებში თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას პოლონეთიდან სტუმრობს ვარშავის უნივერსიტეტის პროფესორი, ღვთისმეტყველების დოქტორი იეჟი ოსტაპჩუკი. დღეს, 23 მარტს, საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შედგა აკადემიისა და სემინარიის თანამშრომელთა და სტუდენტთა შეხვედრა პოლონელ სტუმართან. იეჟი ოსტაპჩუკმა წაიკითხა ლექცია თემაზე: „მართლმადიდებელ ქართველთა ემიგრაცია პოლონეთში ომებს შორის პერიოდში“. მან პოლონეთის არქივებსა და ბიბლიოთეკებში დაცულ მასალებზე დაყრდნობით დეტალურად წარმოაჩინა ქართველ ბაგრატიონთა ერთი ოჯახისა და მათი შთამომავლობის ისტორია და აუდიტორიას წარუდგინა ამ ისტორიული დოკუმენტების ფოტოები. შეხვედრა თბილ, საქმიან გარემოში წარიმართა და დასრულდა კითხვებით, რომლებსაც სიამოვნებით უპასუხა სტუმარმა.
23.03.2022

FaceBook გვერდი