შეხვედრა წმინდა ათორმეტ მოციქულთა სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებთან

თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომლები პერიოდულად სტუმრობენ საჯარო სკოლებს, რათა უფროსკლასელებს უკეთ გააცნონ საქართველოს წამყვანი სასულიერო სასწავლებელი - თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია, მისი დაარსების ისტორია, მიზნები, სწავლის პირობები და სამომავლო პერსპექტივები.
დღეს, 8 დეკემბერს, ასეთი შეხვედრა მცხეთის წმ. ათორმეტ მოციქულთა სახელობის გიმნაზიის უფროსკლასელებთან გაიმართა. გიმნაზიას სტუმრობდნენ თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მოძღვარი, ვაკის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შალვა კეკელია, ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტის დეკანი თეა ბეჟუაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე გიორგი მეტრეველი და ამავე სამსახურის სპეციალისტი ეკატერინე ფავლენიშვილი. აუდიტორიის კეთილგანწყობასა და მოსმენის კულტურას  ნათლად ეტყობოდა სულიერების კვალი, რაც თითოეული თანამშრომლის ძალისხმევის შედეგია. ამ თვალსაზრისით ხაზგასმით უნდა გამოვყოთ გიმნაზიის დირექტორი, არქიმანდრიტი ილია ნასიძე და სულიერი მოძღვარი, დეკანოზი ალექსანდრე ბეჟიტაშვილი, რომელთა მამობრივი მზრუნველობით გიმნაზიაში თბილი, ოჯახური გარემოა შექმნილი.
08.12.2021

FaceBook გვერდი