შეხვედრა წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებთან

ამა წლის 29 ნოემბერს თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით დისტანციური შეხვედრა გაიმართა წმინდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. 
შეხვედრა საპრეზენტაციო ხასიათს ატარებდა. მომხსენებლებმა თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. მოსწავლეებს გააცვნეს სასწავლებლის საქმიანობა, მისია, ისტორია და საგანმანათლებლო პროგრამები. საუბარი შეეხო საერთაშორისო ურთიერთობებსაც, მათ შორის საგანმანათლებლო პროგრამა Erasmus+, რომელშიც 2020-21 სასწავლო წლიდან თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარიაც ჩაერთო. 
 
29.11.2021

FaceBook გვერდი