2021 წლის 25 ნოემბერს თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა რუსთავის სამრევლო
სკოლა-პანსიონ „მთაწმინდელის“ დამამთავრებელი კლასის
მოსწავლეებთან.
შეხვედრა საპრეზენტაციო ხასიათს
ატარებდა. მომხსენებლებმა ისაუბრეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის მნიშვნელობის შესახებ. მათ ახალგაზრდებს გააცნეს ძირითადი
სასწავლო მიმართულებები. ისაუბრეს, აგრეთვე, სასწავლებლის
საქმიანობის, სასწავლო გარემოსა და საერთაშორისო ურთიერთობების
შესახებ. მოსწავლეებს გააცნეს იმ უნივერსიტეტთა ჩამონათვალი,
რომელთანაც თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას მემორანდუმი
აქვს გაფორმებული და ერთობლივ ღონისძიებებს ახორციელებს...
შეხვედრა თბილ და მეგობრულ
გარემოში წარიმართა.