თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის თანამშრომელს,
ფილოლოგიის დოქტორს, ქალბატონ ჯული შოშიაშვილს 70 წელი შეუსრულდა!
ქალბატონი ჯული იმ ერთეულ პირთა შორისაა, ვინც აკადემიას თითქმის
დაარსების დღიდან დღემდე ერთგულობს. იგი ძველი ბერძნული ენის
სპეციალისტია და ათწლეულობით ეწევა, როგორც სამეცნიერო, ასევე
პედაგოგიურ მოღვაწეობას. თაობებმა გაიარა ამ სათნო, გულღია, მუდამ
მომღიმარი ქალბატონის თვალწინ, თაობებმა სამუდამოდ გაიყოლა მისი
კეთილი სურვილები და თბილი სიტყვები. ქალბატონი ჯული ამ ასაკშიც ბევრი
სტუდენტისა თუ ახალგაზრდა თანამშრომლისათვის სტიმულისა და ძალის
მიმცემია! ვულოცავთ ქალბატონ ჯულის იუბილეს და ვისურვებთ, რომ მისი
ახალგაზრდული შემართება და სიცოცხლის ხალისი კიდევ დიდხანს გვაძლევდეს
მაგალითს!