ამა წლის 26 ოქტომბერს თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა წმინდა ექვთიმე და გიორგი
მთაწმინდელების სახელობის საპატრიარქოსთან არსებული სკოლის
დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან. შეხვედრა საპრეზენტაციო ხასიათს
ატარებდა. მომხსენებლებმა თბილისის სასულიერო აკადემიისა და
სემინარიის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. მათ ახალგაზრდებს გააცნეს
ძირითადი სასწავლო მიმართულებები. საუბარი შეეხო საერთაშორისო
ურთიერთობებსაც, მათ შორის ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროგრამას
Erasmus+, რომელშიც 2020-21 სასწავლო წლიდან თბილისის სასულიერო
აკადემია და სემინარიაც ჩაერთო. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ გარემოში
ჩაიარა.