შესავალ სიტყვაში მომხსენებელმა
აღნიშნა ის შესამჩნევი წარმატება, რასაც ბოლო პერიოდში თბილისის
სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ მიაღწია და მადლობა გადაუხადა
რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ამ შეხვედრის
ორგანიზებისათვის (რამდენიმე დღის წინ მან ასევე ონლაინ ლექცია
წაიკითხა აკადემია-სემინარიის სტუდენტებისათვის).
„დღეს ცოდნის დეფიციტი კი
არა, ცოდნის ტრანსფერის დეფიციტია“, - აღნიშნა ბატონმა გიორგი ხუბუამ
და საუბარი წარმართა იმ ინოვაციების განხილვის კუთხით, რასაც
საგანმანათლებლო დარგში ახორციელებს გერმანია.
როგორც მომხსენებელმა აღნიშნა,
დღეს სულიერების ღრმა დეფიციტია და აუცილებელია მუშაობა რელიგიის
დიდაქტიკის მიმართულებით, სადაც თბილისის სასულიერო აკადემიასა და
სემინარიას შეუძლია თავისი სიტყვის თქმა.
დასასრულ სასწავლებლის რექტორმა,
პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მადლობა გადაუხადა ბატონ გიორგი
ხუბუას აკადემიასა და სემინარიასთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის,
დამდეგი სვეტიცხოვლობა მიულოცა სრულიად საქართველოს
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, სტუმარს, ლექციის მსმენელებსა და
სრულიად საქართველოს!