კონკურსი თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
აკადემიური პერსონალისთვის ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში
(პოლონეთი) ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად
საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების პერიოდი: 10/10/2021 -
15/11/2021
ცხადდება კონკურსი თსას-ის აკადემიური პერსონალისთვის ვარშავის
ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში (პოლონეთი) ევროკომისიის მიერ
დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად!
ფიზიკური მობილობის განხორციელება დამოკიდებული იქნება
ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე საქართველოსა და პოლონეთში!!!
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია: თსას-ის აკადემიურ
პერსონალს, რომელსაც მინიჭებული აქვს თეოლოგიის დოქტორის აკადემიური
ხარისხი და ფლობს ინგლისურ, რუსულ ან/და პოლონურ ენას.
მობილობის პერიოდი: 2022 წლის იანვრის მეორე ნახევარი.
მობილობის ხანგრძლივობა: 5 სამუშაო დღე (დამატებით 2 დღე
მგზავრობისთვის);
სტიპენდიანტთა შესარჩევი პროცესი:
1. ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის
შემოწმება (თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია)
2. გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის
სასულიერო აკადემია და სემინარია)
3. საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი
უნივერსიტეტი)
სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი;
ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე);
CV ინგლისურ ენაზე;
სამოტივაციო წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური
მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line
spacing – 1.0, ველები - 2სმ.;
რეკომენდაცია ინგლისურ ენაზე (თსას-ის ელ-ფოსტაზე:
tsas@academia.edu.ge რეკომენდატორმა (თქვენი კათედრის გამგემ) უნდა
გამოგზავნოს რეკომენდაცია);
შევსებული სამუშაო გეგმა ინგლისურ ენაზე (სავალდებულოა, 8
საათიანი სალექციო დატვირთვა კვირაში) (იხ.
დანართი);
გაცვლით პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული
აკადემიური პერსონალი უნდა დარეგისტრირდეს თსას-ის ელ-ფოსტაზე:
tsas@academia.edu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული
ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად
მიმდინარე წლის 15 ნოემბრის 15:00 საათამდე!
დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
ა) ელექტრონული რეგისტრაცია ელ-ფოსტაზე:
tsas@academia.edu.ge
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ
tsas@academia.edu.ge:
არ არეგისტრირებს განაცხადებს ზემოთ მითითებული ვადის (15
ნოემბრის 15:00 საათი) გასვლის შემდეგ;
არ არეგისტრირებს არასრულ სააპლიკაციო პაკეტს;
სააპლიკაციო განაცხადი ელექტრონულად ჩაბარებულად ითვლება მხოლოდ
გაგზავნის ღილაკის დაჭერის შემდეგ!
სააპლიკაციო დოკუმენტაციის წარმატებით გამოგზავნის შემდეგ,
აპლიკანტი მეილზე მიიღებს შესაბამის შეტყობინებას;
გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა
აპლიკანტს თსას-ის ელ-ფოსტაზე (tsas@academia.edu.ge) მითითებულ
მეილზე;
აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!
ბ) ფინანსები და Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები:
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ:
ფიზიკური მობილობის განხორციელება შესაძლოა დაკავშირებული იყოს
მიმღებ ქვეყანაში შესვლასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წესების
და რეგულაციების დაცვასთან, როგორიცაა PCR ტესტირება (ერთ- ან
მრავალჯერადად), საკარანტინო სივრცეში დარჩენა, სამოგზაურო,
ჯანმრთელობის და უბედური შემთხვევის დაზღვევა და სხვა, რაც ფინანსურ
ხარჯებთან არის დაკავშირებული. ყველა ასეთი ხარჯის ანაზღაურება უნდა
მოხდეს მობილობაში მონაწილე პირის მიერ;
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით
თსას-ის ელ-ფოსტაზე: tsas@academia.edu.ge
ან ტელეფონზე: 551 704 190.