პროფესორ გიორგი ხუბუას საჯარო ლექცია თემაზე: „სამართლიანობა, როგორც სამართლის მიზანი“

დღეს, 28 სექტემბერს, 17 საათზე ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კვლევების სფეროში,  პროფესორმა გიორგი ხუბუამ თბილისის სასულიერო აკადემიასა  და სემინარიაში ონლაინ-ლექცია წაიკითხა.

ლექციის თემა იყო „სამართლიანობა, როგორც სამართლის მიზანი“ და, როგორც ბატონმა გიორგიმ აღნიშნა, მან ეს თემა შეარჩია არა მხოლოდ საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, არამედ იმიტომაც, რომ ამ სასწავლებლის სტუდენტებისათვის იურიდიულ საკითხთა შორის, ეს, შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ყოფილიყო. ლექცია საინტერესო იყო მითუფრო, რომ ბატონმა გიორგიმ სამართლიანობის პრინციპები ეთიკის კუთხით განიხილა. ლექცია დამთავრდა დისკუსიით. სტუმარმა უპასუხა სტუდენტთა კითხვებს.  ბატონმა გიორგი ხუბუამ აღნიშნა, რომ იგი თვალს ადევნებს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ბოლო პერიოდის მიღწევებს და ეს გარკვეულწილად პასუხისმგებლობას უზრდის დღევანდელი  ლექციის მსმენელთა წინაშე. მან მადლობა გადაუხადა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს ამ შესაძლებლობისათვის. 
28.09.2021

FaceBook გვერდი