2021 წლის 23 სექტემბერს გაიმართა
„EURAXESS საქართველოს“ (EURAXESS-ის შესახებ ინფორმაცია იხ.:
https://bit.ly/3kBZB7F)
ეროვნული პორტალის ინაუგურაციის საერთაშორისო ღონისძიება, რომლის
მთავარი თემა იყო მკვლევართა მობილობისა და კარიერული განვითარების
ხელშეწყობა.
ღონისძიებამ თავი მოუყარა ქართველ
და უცხოელ მკვლევრებს, კვლევითი და გრანტის გამცემი ორგანიზაციების
წარმომადგენლებს. შეხვედრა ემსახურებოდა ინფორმაციისა და გამოცდილების
გაზიარებას.
ინაუგურაცია ჩატარდა
დისტანციურად, შეხვედრის სამუშაო ენა იყო ინგლისური. ის მოიცავდა
რამდენიმე პანელურ დისკუსიასა და სემინარს მოწვეული სპეციალისტების
მონაწილეობით.
ღონისძიებას ესწრებოდნენ თბილისის
სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლები: მარინე
გაფრინდაშვილი და ცოტნე ჩხეიძე.