მომხსენებელმა განიხილა VIII
საუკუნის საეკლესიო ვითარება ბიზანტიის იმპერიაში შემდეგ წყაროებზე
დაყრდნობით: ღირსი თეოფანე აღმსარებლის „ქრონოგრაფი“, წმინდა იოანე
გუთელი ეპისკოპოსის ცხოვრება, ღირსი პლატონ აღმსარებლისა და წმინდა
ტარასი კონსტანტინეპოლელის ცხოვრებები, რომის პაპ ადრიანეს წერილი
კარლოს დიდს. დეკანოზმა ლუკა ხუნდაძემ ასევე ზოგადად მიმოიხილა
ხატმებრძოლეობის ისტორია, მათი ძირითადი შეხედულებები, რასაც
დაუპირისპირა მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლება ხატთაყვანისცემის
შესახებ.