წარმოდგენილი მოხსენებები
შეეხებოდა თეოლოგიის, ეკლესიის ისტორიის, ფილოლოგიის, არქიტექტურის
პრობლემურ საკითხებს.
თეოლოგიისა და ფილოლოგიის
დოქტორმა, პროფესორმა, დეკანოზმა ბიძინა გუნიამ მიმოიხილა შესაქმის
დღეთა და ვნების შვიდეულის ურთიერთმიმართებანი ლიტურგიკული
ღვთისმეტყველების ჭრილში; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა მაია
რაფავამ წარმოადგინა მოხსენება არსენ იყალთოელის „დოგმატიკონის“
რედაქციების შესახებ; ისტორიისა და თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის,
პროფესორ სერგო ვარდოსანიძის მოხსენება შეეხებოდა XX ს-ში შიომღვიმის
მონასტრისათვის ბრძოლას; ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა,
პროფესორმა ლელა ხაჩიძემ ისაუბრა „საკითხავი დაუჯდომელთაჲსა“ და მისი
ქართული თარგმანის შესახებ; არქიტექტურის დოქტორის, პროფესორ მედეა
მელქიძის მოხსენების თემა იყო: „კედელი, როგორც ფასადი“.
პლენარულმა სხდომამ წარმატებულად
ჩაიარა. 2019 წლის 14 მაისს, სამშაბათს, გაგრძელდება სექციური
მუშაობა.