23 მაისი წმინდა სიმონ კანანელის ხსენების დღეა. უწმინდესისა და
უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის,
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკო-პოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის
მიტროპოლიტის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 23 მაისი „აფხაზეთობის”
დღედ გამოცხადდა.
ამასთან დაკავშირებით, დღეს, 13:30 საათზე, თბილისის სასულიერო
აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე
სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისს გადაიხდის.