თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ნებისმიერ
პროგრამაზე შემსვლელმა აბიტურიენტებმა უნდა
წარმოადგინონ:
- თხოვნა რექტორის სახელზე;
- ავტობიოგრაფია;
- განათლების მოწმობის დედანი და ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- ფოტოსურათი 3X4 (4 ცალი) ელექტრონული ვერსიით;
- მოძღვრის დახასიათება-რეკომენდაცია (მოძღვრის მისამართისა და ტელეფონის მითითებით), დამოწმებული შესაბამისი ეკლესიის ბეჭდით. თბილისის სასულიერო აკადემიასა (თეოლოგია, სამაგისტრო პროგრამა) და სემინარიაში (თეოლოგია, საბაკალავრო პროგრამა) შემსვლელთათვის მოძღვრის დახასიათება ეპისკოპოსის რეზოლუციით უნდა იყოს დამოწმებული;
- პირადობის მოწმობის დედანი და ასლი.
- ამონაბეჭდი ვებგვერდიდან (naec.ge) ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდის ქულისა და საგამოცდო- საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით( საბაკალავრო პროგრამებზე შემსვლელთათვის).