დამტკიცებული სადოქტორო პროგრამის საფუძველზე, დოქტორანტურაში მიღების ვადები განისაზღვრება რექტორის ბრძანებით;
დოქტორანტურაში სწავლის უფლება შეიძლება მიენიჭოს მინიმუმ მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, შემდეგი პირობებით:
ჰუმანიტარული მეცნიერებების მაგისტრს თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის დარგში;
ნებისმიერი დარგის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელმაც უმაღლესი განათლების პირველი საფეხური (ბაკალავრიატი) დაძლია თეოლოგიის, რელიგიის ისტორიის, რელიგიის კვლევების ან რელიგიათმცოდნეობის სფეროში და მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია;
ფლობს ერთ-ერთ დასავლეთევროპულ ენას (ინგლისურს, გერმანულს ან ფრანგულს) არანალებ B2-ის დონეზე, ან ფლობს რუსულ ან/და ახალ ბერძნულ ენას არანაკლებ B2-ისა და ერთ-ერთ დასავლეთევროპულ ენას (ინგლისურს, გერმანულს ან ფრანგულს) მინიმუმ A2-ის დონეზე. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება, თან უნდა ერთვოდეს დოქტორანტობის კანდიდატის განცხადებას. სხვა შემთხევაში, დოქტორანტობის კანდიდატის უცხო ენის ცოდნა დასტურდება თსას-ის მიერ სადოქტორო პროგრამაზე დაშვებისათვის ორგანიზებული უცხო ენის გამოცდის დადებითი შედეგებით.
წინამდებარე დებულების 4.2 და 4.3 პუნქტებით გათვალისწინებულ სადოქტორო პროგრამაზე დაშვების წინაპირობისაგან გამონაკლისს მაგისტრის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მიმართ ერთჯერადად ადგენს სამეცნიერო საბჭო, იმ შემთხვევაში, თუკი პირის მიერ მიღებული განათლება და სამუშაო/პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილება ქმნის დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების წინაპირობას;
დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველის განცხადებას რექტორის სახელზე თან უნდა ერთოდეს:
ა) მონაცემები განათლებისა და შრომითი საქმიანობის შესახებ (CV),
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი,
გ) შესაბამის დარგში აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დიპლომის დანართის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი,
დ) საკვლევი თემის დასახელება და დასაბუთება.
ე) კვლევის მიმართულებიდან გამომდინარე - ნაშრომები (მატერიალური სახით),
ვ) სულიერი მოძღვრის რეკომენდაცია,
ზ) ორი ფოტოსურათი 3\4 ზომით, დისკთან ერთად,
თ) არსებობის შემთხვევაში - უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული მოწმობა, რომელსაც გასცემს შესაბამისი ლიცენზიის მქონე დაწესებულება.
შემოსული განცხადება რეგისტრირდება თსას-ის კანცელარიაში და შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა შესაბამის ფაკულტეტს.
ფაკულტეტი უფლებამოსილია, საბუთების გადამოწმების მიზნით მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია. თსას-ის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს დამატებითი მოთხოვნებიც;
სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელი და დოქტორანტობის კანდიდატი განიხილავენ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საკვლევი თემის დასახელებას და მისი აქტუალობის დასაბუთებას. სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელი ამზადებს საკვლევი თემის აქტუალობის შესახებ დასკვნას, რომელიც დოქტორანტობის მსურველის განცხადებასთან ერთად წარედგინება ფაკულტეტის საბჭოს;
დოქტორანტობის კანდიდატის მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და თანდართული საბუთების საფუძველზე, ფაკულტეტი იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტის სტატუსის მოპოვებისათვის თსას-ის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე კანდიდატის დაშვების შესახებ;
სადოქტორო პროგრამაზე დაშვების მიზნით დოქტორანტობის კანდიდატი ვალდებულია დაძლიოს თსას-ის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. საგამოცდო საკითხებს (პროგრამას), სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით, ამტკიცებს შესაბამისი სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი კათედრები;
დოქტორანტების ჩარიცხვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ფაკულტეტის საბჭო;
ფაკულტეტის საბჭოს მიერ დოქტორანტობის კანდიდატის ჩარიცხვაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რექტორი გამოსცემს ბრძანებას;
თსას-ის სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხული პირი არის თსას-ის დოქტორანტი, რომელსაც ენიშნება შესაბამისი ცენზისა და კვლევის გამოცდილების მქონე სამეცნიერო ხელმძღვანელი;
თსას-ს, სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელსა და დოქტორანტს შორის იდება სამმხრივი ხელშეკრულება, რომელშიც განისაზღვრება მხარეთა ვალდებულებები და უფლებები.