დღეს, 24 მარტს, თბილისის
სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში შეხვედრა გაიმართა ვარშავის
უნივერსიტეტის პროფესორთან, ღვთისმეტყველების დოქტორთან იეჟი
ოსტაპჩუკთან, რომელიც ერასმუს+ის გაცვლითი პროგრამით რამდენიმე დღეა,
სტუმრობს ჩვენს აკადემიას. სტუმარი ამჯერად შეხვდა
აკადემია-სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებს. იეჟი ოსტაპჩუკმა
აუდიტორიას გააცნო ვარშავის უნივერსიტეტში ღვთისმეტყველების სწავლების
თავისებურებანი, სხვადასხვა აღმსარებლობის სტუდენტთა ერთობლივი
სწავლების პრაქტიკა, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთდამოკიდებულება,
კონფესიათა შორის ყოფითი ურთიერთობის საკითხები და სხვ. შეხვედრა უფრო
დიალოგი იყო, ვიდრე ლექცია, რადგან მოსალოდნელზე საინტერესო აღმოჩნდა
სტუმართან საუბარი და ორი სასულიერო სასწავლებლის გამოცდილებათა
ურთიერთგაცვლა.