დეკანოზ ბიძინა გუნიას ვიზიტი ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში

სწავლებისა და კველვითი საქმიანობის ხარისხის ამაღლების, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლისა და დანერგვის, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობის მიზნით, თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია  თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნების უმაღლეს სასწავლებლებთან. ამის დასტურია ის, რომ 2022 წლის 16-20 მაისს ერასმუს+ აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში პოლონეთს სტუმრობდა თეოლოგიის დოქტორი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია. ეს ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი იყო.

გთავაზობთ ვარშავის თეოლოგიური აკადემიის ვებ გვერდზე განთავსებული სტატიის შინაარსს:

alt

მოხარულნი ვართ, გაცნობოთ, რომ 2022 წლის 16-20 მაისს ერასმუს+ -ის პედაგოგების გაცვლითი პროგრამით ჩვენს სასწავლებელს სტუმრობდა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორი, დეკანოზი ბიძინა გუნია. მამა ბიძინა, ამავე დროს, გელათის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორიცაა. გელათის მეცნიერებათა აკადემია კი შუა საუკუნეების საქართველოს სასულიერო აკადემიების ტრადიციებს აგრძელებს.
მიტროპოლიტი საბას კურთხევით მამა ბიძინა გუნიამ ვარშავის მართლმადიდებლური კულტურის ცენტრში, წმ. კირილესა და მეთოდეს სახელობის სამლოცველოში  ქართულ ენაზე ღვთისმშობლის პარაკლისი აღავლინა, რომელსაც ქართველი მრევლი დაესწრო. დოგმატური ღვთისმეტყველების სემინარის ნაწილში,  რომელსაც მიტროპოლიტი საბა ხელმძღვანელობდა, მამა ბიძინამ წაიკითხა ლექცია თემაზე: „სწავლება ყოვლადწმიდა სამებისა და იესო ქრისტეს ორბუნებოვნების შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის ჰიმნოგრაფიული ტექსტების მიხედვით.“ 
მამა ბიძინა გუნია შეხვდა და ესაუბრა თეოლოგიის ფაკულტეტის წამყვან სპეციალისტებს, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, დოქტორსა და პროფესორს, ჯერსი პანკროვსკის, ასევე, ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიური აკადემიის რექტორს.  
ეს ვარშავის ქრისტიანული თეოლოგიის აკადემიაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის წარმომადგენლის პირველი ვიზიტი იყო.
 
ორიგინალი სტატია იხილეთ ბმულზე
21.05.2022