სემინარიის მგალობელთა გუნდმა იუნკერთა ხსოვნას მიაგო პატივი

23 თებერვალს, იუნკერთა ხსოვნის დღეს, თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდმა (ხელმძღვანელი ლაშა ზაალიშვილი) მონაწილეობა მიიღო საქართველოს პარლამენტის ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებლად აღვლენილ პანაშვიდში.

1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა, ბატონმა მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ბატონმა შალვა პაპუაშვილმა და თბილისის მერმა, ბატონმა კახა კალაძემ. თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდმა აღნიშნულ ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებმა იუნკერთა მემორიალთან საგალობლები და ხალხური სიმღერები შეასრულეს.

altalt
alt

23.02.2025

FaceBook გვერდი