სემინარიის ფაკულტეტის სტუდენტები შიომღვიმის მონასტერში

ამა წლის 20 თებერვალს, ლიტურგიკის კათედრის ინიციატივითა და სემინარიის ფაკულტეტის დეკანატის ხელშეწყობით, სასულიერო სემინარიის მესამე კურსის სტუდენტებმა, ლიტურგიკის პედაგოგის - გიორგი მეტრეველის - ხელმძღვანელობით, შიომღვიმის მონასტერი მოინახულეს. სამონასტრო კომპლექსის დათვალიერების, მონასტრის მოლოცვისა და იქ დაცული სიწმინდეების, მათ შორის, ღირსი მამის - შიო მღვიმელის - წმინდა ნაწილების თაყვანისცემის შემდეგ, ბატონმა გიორგი მეტრეველმა სტუდენტებს ლექცია წაუკითხა. პედაგოგმა დეტალურად ისაუბრა შიომღვიმის მონასტრის ისტორიის, მისი კულტურულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობის, იქ მოღვაწე ბერებისა და მონასტრის უძველესი ტიპიკონის შესახებ.

ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის, მათ შორის, ეკლესია-მონასტრების მონახულება/მოლოცვა, მათი ისტორიის, არქიტექტურისა და საეკლესიო მხატვრობის ნიმუშების ადგილზე გაცნობა/დათვალიერება და შესწავლა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის განუყოფელი ნაწილია.
შიომღვიმის მონასტერში  გატარებული ეს ერთი დღე სტუდენტებისთვის შემეცნებითი თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო და სულიერადაც - მარგებელი.

altalt
20.02.2025

FaceBook გვერდი