აღნიშვნის ღირსია სტუდენტის მხრიდან გამოჩენილი გულმოდგინება
თემის დამუშავებისა და განმარტებითი ლიტერატურის მოძიების მხრივ -
იგი, წმინდა წერილის უწყების საფუძველზე (საქ. 7.51-60), ზედმიწევნით
შეეხო მთავარდიაკონ სტეფანეს ქადაგების ძირითად ასპექტებს, სიკვდილით
მისი დასჯის მიზეზს, მოწამეობის ჟამს იესო ქრისტეს გამოცხადებას და
მის სულიერ მნიშვნელობას.
სემინარს ესწრებოდნენ: ბიბლეისტიკის კათედრის გამგე, დეკანოზი
გიორგი გუგუშვილი; ბიბლეისტიკის კათედრის წევრები და
სტუდენტები.
მომხსენებელმა დასმულ კითხვებს დამაჯერებლად უპასუხა.