2023 წლის 5 ოქტომბერს თბილისის
სასულიერო აკადემიის სტუდენტებმა დეკანის, დეკანოზ იოანე კვანჭიანისა
და პედაგოგების - ირაკლი ორჟონიასა და გიორგი თოდუას - თანხლებით წმ.
დავით გარეჯელის მონასტერი მოილოცეს. სტუმრებმა ლავრის წინამძღვარს,
არქიმანდრიტ ილარიონს, თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიისა და
„ახალი ივერონის“ გამომცემლობებში დასტამბული წიგნები გადასცეს. თბილი
შეხვედრის შემდეგ აღსრულდა წმ. დავით გარეჯელის პარაკლისი.
მოგვიანებით სატრაპეზოდ სოფელ უდაბნოში გადაინაცვლეს.