მიმდინარე წლის 20 ივნისს
საქართველოს სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ესტუმრნენ
პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისის
წარმომადგენლები. „ჰორიზონტი ევროპა“, რომელიც ევროკავშირის
დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი პროგრამაა კვლევისა და
ინოვაციების დარგში, წარმოადგინეს ნინო ინასარიძემ, ნინო
როდონაიამ, თამარ ბერბერაშვილმა და ელენე ჩერქეზიამ. შეხვედრას
ესწრებოდნენ სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ადმინისტრაციული და
სამეცნიერო პერსონალი. პრორექტორმა, დეკანოზმა ბესარიონ ცინცაძემ,
სტუმრებს გააცნო ინფორმაცია სასწავლებელში მიმდინარე კვლევითი და
სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.