სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

 
ა.წ. 8 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში გაიმართა სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია.
იგი მიეძღვნა თსას  ამაგდარი მეცნიერის,  ქართული ენის ცნობილი მკვლევარის, პროფ.  ლეილა გეგუჩაძის ნათელ  ხსოვნას.  
თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციების დაფუძნების  ტრადიცია  ქალბატონი ლეილა გეგუჩაძის სახელს უკავშირდება.  წლების განმავლობაში  იგი თავადვე იყო ამ მნიშვნელოვან ღონისძიებათა ორგანიზატორიცა და ერთ-ერთი მონაწილეც.   
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მუშაობა გახსნა თსას  სწავლულმა მდივანმა, ფილოლოგიის დოქტორმა ხათუნა მემანიშვილმა.  
შეკრებილ საზოგადოებას  სიტყვით მიმართა  თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა   სტუდენტური კონფერენციის მნიშვნელობასა და, ზოგადად, სამეცნიერო- კვლევით საქმიანობაში  სტუდენტთა აქტიური  ჩართულობის  აუცილებლობაზე.
სტუდენტური კონფერენციის  პლენარულ სხდომას  თავმჯდომარეობდა სასულიერო აკადემიის მეორე კურსის სტუდენტი ირაკლი ესებუა.
 
პლენარულ სხდომაზე მოხსენებებით წარდგნენ:
1. ლუკა სიმონიშვილი - საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების საკითხი - სასულიერო სემინარია, მეორე  კურსი, ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფესორი სერგო ვარდოსანიძე 
2. დიმიტრი ჯაფარიძე - საეკლესიო სწავლება ქრისტეს შობის ჟამს გამოვლენილი ვარსკვლავისა და ასტროლოგიის შესახებ - სასულიერო აკადემია, პირველი კურსი, ხელმძღვანელი - დოქტორანტი ელგუჯა (გიორგი) თოდუა
3. აბელ ბოგვერაძე - საგალობელი და ჰომილია - სასულიერო სემინარია, პირველი კურსი, ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე 
4. ირაკლი ესებუა - წმ. ეფთვიმე მთაწმიდელისადმი მიძღვნილი საგალობლები - სასულიერო აკადემია, მეორე კურსი, ხელმძღვანელი - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლელა ხაჩიძე.  
 
13.30 საათზე სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებმა   მუშაობა განაგრძეს ისტორიის, ანთროპოლოგიისა და არქიტექტურის სექციებში. 
ისტორიისა და ანთროპოლოგიის სექციას ხელმძღვანელობდა  ქრისტიანული ფსიქოლოგიის მეორე კურსის სტუდენტი ჟასმინ ლომიძე. 
მომხსენებლები იყვნენ:
1. ჟასმინ ლომიძე - ლუთერანული ეკლესია საქართველოში - ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსი, ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი  ელდარ ბუბულაშვილი
2. ირინა ჩუხტიაშვილი - ათონის სამონასტრო კერა - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, პირველი კურსი, ხელმძღვანელი ფილოლოგიის დოქტორი ქეთევან მამასახლისი
3. ნიკოლოზ გერგედავა - კათოლიკე მისიონერების ცნობები ტყვეთა სყიდვის შესახებ XVII საუკუნის დასავლეთ საქართველოში - სასულიერო სემინარია, პირველი კურსი, ხელმძღვანელი - ისტორიის მეცნიერებათა და თეოლოგიის დოქტორი, პროფ. სერგო ვარდოსანიძე
4. ლიკა ჟვანია - ადამიანის რაობა თეოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიხედვით - ქრისტიანული ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, პირველი კურსი, ხელმძღვანელი - თეოლოგიის მაგისტრი რევაზ მუჯირიშვილი
 
არქიტექტურის სექციის მუშაობას წარმართავდა   საეკლესიო არქიტექტურის მეოთხე კურსის სტუდენტი ნინო წერეთელი.  მომხსენებლებმა წარმოადგინეს თემატური და შინაარსობრივი თვალსაზრისით მეტად საინტერესო და მრავალფეროვანი ნაშრომები.
1. ნინო  წერეთელი - მიწის  არქიტექტურა - საეკლესიო არქიტექტურა, მეოთხე კურსი, ხელმძღვანელი - არქიტექტურის დოქტორი ბელა თინიკაშვილი
2. შოთა   კუხალაშვილი - ქარსაცავი ზოლები - საეკლესიო არქიტექტურა, მეოთხე კურსი, ხელმძღვანელი - არქიტექტურის დოქტორი ბელა თინიკაშვილი
3. გიორგი გოგბერაშვილი - ალტერნატიული  ენერგიების  გამოყენება  არქიტექტურაში - საეკლესიო არქიტექტურა, მეოთხე კურსი, ხელმძღვანელი - არქიტექტურის დოქტორი ბელა თინიკაშვილი
4. ლუკა  კუხალაშვილი - ბიოკლიმატური  პრინციპები  ხალხურ  არქიტექტურაში - საეკლესიო არქიტექტურა, მეოთხე კურსი, ხელმძღვანელი - არქიტექტურის დოქტორი ბელა თინიკაშვილი
5. თორნიკე დათუნაშვილი -  ბიოკლიმატური  პრინციპები  თანამედროვე  არქიტექტურაში - საეკლესიო არქიტექტურა, მეოთხე კურსი, ხელმძღვანელი - არქიტექტურის დოქტორი ბელა თინიკაშვილი.
 
09.05.2023

FaceBook გვერდი