ამა წლის 28 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას ესტუმრა მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის - „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ - თავმჯდომარე მაია კვეზერელი-კოპაძე და ამ ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერი ნონა სოსიაშვილი. აღსანიშნავია, რომ ეს ორგანიზაცია ყოველწლიურად სტუმრობს სასწავლებელს და იჩენს განსაკუთრებულ მზრუნველობას ჩვენი სტუდენტებისადმი. თბილისის სასულიერო აკადემია და სემინარია მადლიერებას უცხადებს სტუმრებსა და ორგანიზაციას მრავალწლიანი თანადგომისა და დახმარებისათვის.