კინომცოდნე ქეთევან ტრაპაიძის ლექცია

დღეს, 27 თებერვალს თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიას სტუმრობდა კინომცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ქეთევან ტრაპაიძე.
ქალბატონმა ქეთევანმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - ,,ქართული კინემატოგრაფის როლი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.“

ქეთევან ტრაპაიძე საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტისა და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ასოცირებული პროფესორია. იგია 6 წიგნისა და 30 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ქეთევან ტრაპაიძე, ასევე, მრავალი პროფესიული კომისიის და სახელოვნებო კონკურსის ჟიურის წევრი, ქართული კულტურის განსაკუთრებული მახასიათებლების მკვლევარი და საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორია.

ლექციის ფარგლებში, ქალბატონმა ქეთევანმა ისაუბრა ქართული ეროვნული კინოს მახასიათებლებზე, ფილმების - ,,აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, ,,ელისო“, ,,ფიროსმანი“, ,,თუში მეცხვარე“, ,,გიორგი სააკაძე“, ,,ადგილის დედა“, ,,ვედრება“ და სხვ. განიხილა ქართული კინემატოგრაფიის თემატური და ფორმისეული ტრანსფორმაციის საკითხი მე-20 საუკუნიდან დღემდე.

ლექციას ესწრებოდნენ თსას-ის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ქ-ნმა ქეთევანმა ამომწურავად უპასუხა მსმენელთა მიერ დასმულ შეკითხვებს.

alt
 


27.02.2025

FaceBook გვერდი