საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისთვის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ დეკანოზი არჩილ ხაჩიძე

2020 წლის 5 ოქტომბერს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამეცნიერო საბჭოს გადაწყვეტილებით უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, ილია II-ს თბილისის სასულიერო აკადემიის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. 
აღნიშნული მოვლენის შესახებ დღეს ტელეკომპანია "პირველი არხის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა კუკიაზე მდებარე წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პედაგოგმა, დოქტორანტმა, დეკანოზმა არჩილ ხაჩიძემ.

15.10.2020