ბატონ სულხან ზარანდიას სამაგისტრო ნაშრომის პროფესორ მაია რაფავასეული შეფასება

    სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულის - სულხან ზარანდიას სამაგისტრო ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა მაია რაფავამ აღნიშნა, რომ დიპლომანტმა დიდი შრომა გასწია. მან ქართულ ხელნაწერში არსებულ გამოკრებულ ტექსტს დაუძებნა წყარო წმიდა ბასილი დიდის ნაშრომთა შორის. გარდა წმიდა ბასილისა, ტექსტი შეიცავდა მეორე ბერძენი ავტორის წმიდა იოანე ოქროპირიდან გამოკრებულ შეგონებებს. ქალბატონმა მაიამ აღნიშნა, რომ მეორე პრობლემატული საკითხი, რომელიც იკვლია დიპლომანტმა, იყო ქართველი მთარგმნელის ვინაობის დადგენა და მან მოახერხა, მოეძებნა ბასილი დიდის თხზულებების შემცველ ქართულ ხელნაწერებში ისეთი კრებულები, სადაც მაგისტრანტის საკვლევი ტექსტის ანალოგიური ტექსტების მთარგმნელად ექვთიმე მთაწმინდელია გამოცხადებული.

24.09.2019