მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებული მდგომარეობის შესახებ

 
    ნავპაკტოსისა და წმინდა ვლასის მიტროპოლიტმა იეროთეოსმა (ვლახოსი) მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის მიმართ. სწორედ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ოფიციალური მოწვევით ჩამობრძანდა იგი ქვეყანაში. მისმა მაღალყოვლადუსამღვდელოესობამ აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე მესამედ იმყოფება. 
    მიტროპოლიტმა იეროთეოსმა შემდეგნაირად შეაფასა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში არსებული მდგომარეობა: „დღევანდელმა ლექციამ, როგორც მივხვდი, დიდი ინტერესი გამოიწვია და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მე დღეს მისმენდნენ ის სტუდენტები, რომლებიც მომავალში სასულიერო პირები გახდებიან. მათ თვალებში ღვთისმეტყველების მიმართ დიდი ინტერესი დავინახე. მათ განსაკუთრებით აინტერესებთ აღმოსავლური ეკლესიის ღვთისმეტყველება. ჩვენ, მართლმადიდებლებს, გვაერთიანებს რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდევს მოყვასის სიყვარული და ეს არის საფუძველი იმ ურთიერთობისა, რაც მე დღეს სასულიერო აკადემიაში ვიგრძენი. აშკარაა, რომ ეს სასწავლებელი აღორძინების ეტაპზეა, ის კითხვები კი, რაც დღეს სტუდენტებმა დასვეს, მათი მომზადების მაღალ დონეს აჩვენებს“.

                           
19.09.2019