გიორგი ქაჯაიამ უსურვა ყველა
სტუდენტს წარმატებები და სულიერი სიმშვიდე. მისი აზრით, ადამიანისთვის
მნიშვნელოვანია აკადემიურ ცოდნასთან ერთად სულიერი საზრდოს მიღებაც.
გიორგიმ მადლიერება გამოთქვა სასულიერო აკადემიისა და სემინარიის
რექტორის, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძისა და სემინარიის დეკანის
დეკანოზ თეიმურაზ მჟავანაძის მიმართ, იმ თბილი და აკადემიური სასწავლო
გარემოსთვის, რაც სასწავლებელში დახვდა.