ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრა

 
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრა სწავლების მრავალფეროვანი თეორიული და პრაქტიკული მეთოდების გამოყენებით, დარგის მოწინავე სპეციალისტების დახმარებით,  აძლევს სტუდენტებს საბაზისო  ცოდნას, როგორც თეოლოგიურ, ასევე ძველი და თანამედროვე ხელოვნების ძირითად დარგებში. შუა საუკუნეების ქართული და მსოფლიო ხელოვნების ისტორიის ძირითადი დარგების განვითარების და თავისებურებების გაცნობა ხდება ქრისტიანული ხელოვნების აქცენტირებული სწავლებით.
ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრაზე  ფუნქციონირებს ხატწერის, ქარგვის, ქსოვილების მხატვრული დამუშავების სახელოსნოები. აქ სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ, ლექციების შემდეგ უფასოდ შეისწავლონ ხატწერისა და ოქრომკედით ქარგვის უძველესი ტექნოლოგიები, თექის და ბატიკის ტექნიკა. ეს კი ეხმარება მათ თეორიული საგნების უკეთ ათვისებაში.
 
ქრისტიანული ხელოვნების კათედრის ხელმძღვანელი 
რუსუდან ვაშალომიძე 
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო 
ტელ: (+995 32) 2 144 083
ელ. ფოსტა: rusudan.vashalomidze@academia.edu.ge 
ვებგვერდი: www.tsas.ge
 
თანაშემწე
ვაჟა გიგაური
სიონის ქ. 13/40, თბილისი 0105, საქართველო
ტელ: (+995) 577 450 660
ელ. ფოსტა: vazha.gigauri@academia.edu.ge
ვებგვერდი: www.tsas.ge
 
 
ქრისტიანული ხელოვნების კათედრის საგნობრივი მიმართულებებია: ხელოვნების შესავალი, ძველი ქვეყნების ხელოვნება, ხელოვნების ნაწარმოების მხატვრული ანალიზი, ბიზანტიური არქიტექტურის და მხატვრობის ისტორია, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების და კედლის მხატვრობის ისტორიები, დასავლეთ ევროპის ხელოვნება XII – XVII  საუკუნეებში, ქართული ხატწერის ისტორია, იკონოგრაფია, ქართული ოქროჭედლობის და ნაქარგობის ისტორია,  ქართული მინიატურის ხელოვნება, მუზეუმთმცოდნეობა, ხელოვნების ისტორიის კვლევის მეთოდები, XIX – XX  საუკუნეების ქართული და დასავლეთ ევროპის ხელოვნება.  ზაფხულის საველე პრაქტიკისას ისწავლება ხუროთმოძღვრული ძეგლის აზომვა.